ავტორიზაცია

კავანის მანჩესტერ იუნაიტედში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს

კავანის მანჩესტერ იუნაიტედში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს
თარიღი 02 მაი 2021, 19:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი კლუბთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავს, წერს ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" დარწმუნებულები არიან, რომ ურუგვაელი მთავარ მწვრთნე ოლე-გუნარ სოლსკიაერთან საუბრის შემდეგ გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

34 წლის ფორვარდი "ბოკა ხუნიორსში" გადასვლის შესაძლებლობას განიხილავდა, მაგრამ აპრილში ნაჩვენები წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადაიფიქრა.

კავანი და მისი აგენტები კლუბთან მოლაპარაკებების გამართვას სეზონის დასრულებამდე გეგმავს.

როგორც აღინიშნება, ედინსონი ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ევროპაში დარჩენა სურს.

კავანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.