ავტორიზაცია

ნაპოლი შეიძლება ბრიუგეს ნახევარმცველით გაძლიერდეს

ნაპოლი შეიძლება ბრიუგეს ნახევარმცველით გაძლიერდეს
თარიღი 02 მაი 2021, 20:03

"ნაპოლი" "ბრიუგეს" ნახევარმცველ შარლ დე კეტელარეთი ინტერესდება, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი მზად არის 20 წლის ბელგიელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2020/21 წლების სეზონში დე კეტელარემ "ბრიუგეს" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონია.