რატომ არ დაიწყო მანჩესტერი - ლივერპულის მატჩი დათქმულ დროზე?

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულის" შეხვედრას სტარტი 19:30 საათზე უნდა აეღო.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული დაპირისპირება დათქმულ დროს არ დაწყებულა.
მიზეზი ის გახლავთ, რომ მატჩამდე ერთი საათით ადრე "ოლდ ტრაფორდზე" გაბრაზებული გულშემატკივრები შეიჭრნენ.
"ეშმაკუნების" ფანები ხელმძღვანელობით იმედგაცრუებულები არიან - ისინი კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახის წასვლას ითხოვენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება "ემიუსა" და "ლივერპულის" მატჩი.