ავტორიზაცია

ლიდსი ბიელსას კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს

ლიდსი ბიელსას კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს
თარიღი 02 მაი 2021, 20:53

"ლიდსს" მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

65 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდში მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბიელსას მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

აგრეთვე, აღინიშნება, რომ კლუბის ხელმძღვანელობას გარიგების დადასტურება პრემიერ ლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ სურს.