ავტორიზაცია

რიბერი კარიერას სერია ა-ს სხვა კლუბში გააგრძელებს?

რიბერი კარიერას სერია ა-ს სხვა კლუბში გააგრძელებს?
თარიღი 02 მაი 2021, 20:59

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ შეიძლება კლუბი დატოვოს და კარიერა სერია ა-ს სხვა გუნდში გააგრძელოს, წერს Goal.

38 წლის ფეხბურთელით "ლაციოა" დაინტერესებული. რომაული კლუბი მზად არის ვეტერანი შემტევი დაიმატოს, თუმცა მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

რიბერის ფლორენციელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. "იების" ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებს ეცდება.

სერია ა-ში რიბერი 2019 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე გათამაშებაში მან 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.