ავტორიზაცია

ლესტერი ლილის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ლესტერი ლილის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტია
თარიღი 02 მაი 2021, 21:01

"ლილის" ნახევარმცველმა, ბუბაქარი სუმარემ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ლესტერია", იგი "მელიების" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მიმდინარე სეზონში სუმარემ "ლილის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, ერთი შედეგიანი პასი გააკეთა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო.