ავტორიზაცია

მილანი უდინეზეს ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს იხდის

მილანი უდინეზეს ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 02 მაი 2021, 21:04

"მილანი" "უდინეზეს" ნახევარმცველ როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე წინადადებას ამზადებს, წერს Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" მზად არის 26 წლის არგენტინელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2020/21 წლების სეზონში დე პაულმა "უდინეზეს" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, დე პაულის სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონს შეადგენს.