ბრაიტონის ნახევარმცველი არსენალში გადასვლასთან ახლოსაა
"არსენალი" "ბრაიტონის" ნახევარმცველ ივა ბისუმას შეძენასთანაა ახლოს, წერს Daily Star.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მალელის ტრანსფერი "მეთოფეებს" 30 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
2020/21 წლების სეზონში ბისუმამ "ბრაიტონის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
აფრიკელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ვერსიით 15,3 მილიონს შეადგენს.