ავტორიზაცია

სტეკელენბურგი აიაქსში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს

სტეკელენბურგი აიაქსში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს
თარიღი 02 მაი 2021, 21:28

"აიაქსის" გოლკიპერმა, მარტენ სტეკელენბურგმა განაცხადა, რომ გუნდში რჩება.

როგორც De Telegraaf იტყობინება, 38 წლის კარის დარაჯმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

გამოცდილი მეკარე "აიაქსში" 2020 წლის ზაფხულში დაბრუნდა. ამ სეზონში მან ერედივიზიონში 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუშვა.

მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა კლუბის ისტორიაში თავისი 35-ე ჩემპიონობა უკვე გაინაღდა.