ავტორიზაცია

ონანა ზაფხულში აიაქსიდან წასვლას გეგმავს

ონანა ზაფხულში აიაქსიდან წასვლას გეგმავს
თარიღი 02 მაი 2021, 21:32

"აიაქსის" ტექნიკური დირექტორი, მარკ ოვერმარსი აცხადებს, რომ ზაფხულში გუნდის ძირითადმა მეკარემ, ანდრე ონანამ შეიძლება კლუბი დატოვოს.

"ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბიდან წავა", - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს NOS.

შეგახსენებთ, თებერვალში ონანა დოპინგის ჩაგდების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

კამერუნელი გოლკიპერი "აიაქსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს, რომელიც მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.