ავტორიზაცია

მოურინიომ დაასახელა კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტად გულშემატკივრობს

მოურინიომ დაასახელა კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტად გულშემატკივრობს
თარიღი 02 მაი 2021, 22:00

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელი კლუბია მის სისხლში.

"ღრმად ვღელავ "ვიტორია სეტუბალზე", იმაზე, რაც მათ თავს ხდება, კარგი თუ ცუდი. აგრეთვე, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ კლუბებს, სადაც აქამდე მიმუშავია".

"როგორც წერსი, იმ გუნდს ვგულშემატკივრობ, სადაც ადამიანებთან, გულშემატკივრებთან კავშირს ვგრძნობდი... ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც ერთ კლუბში რჩება", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს The Times.

"ტოტენჰემმა" 58 წლის სპეციალისტის გათავისუფლება 19 აპრილს დაადასტურა. მოურინიო ინგლისურ გუნდში 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.

გარდა "დეზებისა", მოურინიოს კარიერის მანძილზე ისეთი კლუბებიც გაუწვრთნია, როგორებიც "ინტერი", "რეალი", "პორტუ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.

"გერმანიასა და საფრანგეთში არასოდეს ვიმუშავებ", - მოურინიომ მიზეზი განმარტა