რონალდუს დუბლი 6 წუთში და ქამბექი - იუვენტუსმა უდინეზეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო [VIDEO]
![რონალდუს დუბლი 6 წუთში და ქამბექი - იუვენტუსმა უდინეზეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/EuGrRe4gwkeCHrLSGX8gjMzf17Kbnspf.jpg)
იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსი" "უდინეზეს" ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა - 1:2.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძელთა მცველმა, ნაელ მოლინამ გახსნა.
"უდინეზე" მატჩის მიწურულს გატყდა - 83-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, ზუსტად 6 წუთში კი მეორე გოლიც შეაგდო და ტურინელებს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-3 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, "უდინეზე" კი 39 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
ვიდეომიმოხილვა