ავტორიზაცია

მორიგი გოლი - ქავთარაძემ სპარტაკს გაუტანა [VIDEO]

მორიგი გოლი - ქავთარაძემ სპარტაკს გაუტანა [VIDEO]
თარიღი 02 მაი 2021, 23:13

რუსეთის პირველ ლიგაში გაიმართა საინტერესო მატჩი "ნიჟნი ნოვგოროდსა" და მოსკოვის "სპარტაკ 2"-ს შორის.

მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

"ნიჟნი ნოვგოროდის" ქართველი ფორვარდი ბექა ქავთარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე გოლი გაიტანა.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქავთარაძის ანგარიშზე 3 გატანილი ბურთია.