ავტორიზაცია

5 ტურნირი, რომელიც ბასილაშვილს კარიერაში აქვს მოგებული

5 ტურნირი, რომელიც ბასილაშვილს კარიერაში აქვს მოგებული
თარიღი 02 მაი 2021, 23:33

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და მიუნხენის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა თავის კარიერაში მე-5 ATP ტიტული მოიგო.

პირველი ტიტული მან 2018 წელს მოიგო, როცა პეკინის 500-იან ტურნირზე მან ფინალში უძლიერესი ხუან მარტინ დელ პოტრო 2 სეტში, 6:4 6:4 დაამარცხა.

ამავე წელს, ბასილაშვილმა კიდევ ერთი არგენტინელი დაამწუხრა. ჰამბურგის ტურნირის ფინალში მან ლეონარდო მაიერს 6:4 0:6 7:5 სძლია და წლის მეორე ტიტული მოიგო.

2019 წელს ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ქულების დაცვა შეძლო, ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი 7:5 4:6 6:3 დაამარცხა და ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.

გარკვეული მიზეზების გამო, 2020 წელს ბასილას დიდი ჩავარდნა ჰქონდა, ვერაფერი მოიგო და რეიტინგშიც უკან დაიწია.

2021 წელი კი მისთვის წარმატებულად მიმდინარეობს - დღეს მიუნხენის ტურნირი მოიგო, იქამდე კი დოჰაში ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა და საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

VIDEO: გადამწყვეტი, ულამაზესი გათამაშება, რომელმაც ბასილაშვილს მეხუთე ტიტული მოუტანა

ფოტო: ულამაზესი მანქანა, რომელიც ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირის მოგებისთვის გადაეცა