ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ დაძაბულ ბრძოლაში ვალენსია 2:3 დაამარცხა

თარიღი 03 მაი 2021, 00:49

ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში "ვალენსიამ" "ბარსელონა" მიიღო და მეტოქე 2:3 დაამარცხა.

50-ე წუთზე ანგარიში პაულისტამ გახსნა, რასაც 57-ე წუთზე მესის გოლი მოჰყვა.

არგენტინელმა პენალტი დაარტყა, რაც სილესენმა მოიგერია. შემდეგ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბურთი კვლავ მესის დაუბრუნდა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა.

63-ე წუთზე "ბარსელონა" წინ ანტუან გრიზმანმა გაიყვანა. 69-ე წუთზე კი მესიმ უკვე ჯარიმა გაიტანა.

83-ე წუთზე სოლერმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა "ვალენსია" საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.

ლა ლიგაში ამჟამად ასეთი სიტუაციაა:

"სევილია" თავის შეხვედრას ორშაბათს ჩაატარებს, სადაც "ბილბაოს" უმასპინძლებს.

 

VIDEO: მომენტი, როცა პენალტზე კარგად ჯარიმას ასრულებ - მესის გოლი ვალენსიას კარში

VIDEO: მესიმ პენალტი გააცუდა, თუმცა დამატებაზე გოლი მაინც გაიტანა

დანი ალვეში: "ერთხელ, მესიმ მითხრა ის, რაც ახლა მე გავახსენე"