ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონასთან წაგების შემდეგ, ვალენსიამ მწვრთნელი გაუშვა

ოფიციალურად: ბარსელონასთან წაგების შემდეგ, ვალენსიამ მწვრთნელი გაუშვა
თარიღი 03 მაი 2021, 19:18

„ვალენსიას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავი გრასიას, დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს.

დროებით, ამ საქმიანობის შესრულებას საკუთარ თავზე სალვადორ გონსალესი ითავებს.

„კლუბს სურს, მწვრთნელს ერთგულებისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადოს. წარმატებები მომავალში.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გრასიასთვის საბედისწერო გუშინ, „მესტალიაზე“ გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც „ღამურები“ „ბარსელონასთან“ 2:3 დამარცხდნენ.

ლა ლიგის 34 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.

გრასია ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2020 წლის ივლისის შემდეგ იკავებდა და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლსი ზაფხულამდე აკავშირებდა.

„ვალენსიამდე“, ესპანელი სპეციალისტი „რუბინს“, „ოლიმპიაკოსს“, „ალმერიას“, „ოსასუნას“, „მალაგას“, „უოტფორდს“ და სხვა გუნდებს ედგა სათავეში.

VIDEO: ბარსელონამ დაძაბულ ბრძოლაში ვალენსია 2:3 დაამარცხა