ავტორიზაცია

"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ

"ტოტენჰემისთვის შესაფერისი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ", - ბეილმა ისაუბრა, რა შეიცვალა გუნდში ჟოზეს გაშვების შემდეგ
თარიღი 03 მაი 2021, 19:23

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, გარეტ ბეილმა, რომელიც ამ სეზონს იჯარით „ტოტენჰემში“ ატარებს, გუნდის ცვლილება შეაფასა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო გაუშვეს.

„დეზები“ სეზონის ბოლომდე 29 წლის მწვრთნელმა, რაიან მეისონმა ჩაიბარა. გუშინ, 2 მაისს, ბეილმა პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „შეფილდ იუნაიტედს“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, „ტოტენჰემმა“ კი 4:0 მოიგო.

„ჩვენ უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მეტოქის კართან უფრო ახლოს ვმოქმედებთ, რაც უფრო მეტი გოლის გატანის შესაძლებლობას იძლევა. ახლა ნამდვილი „ტოტენჰემისთვის“ შესაფერის ფეხბურთს ვთამაშობთ.

რაც შემეხება უშუალოდ მე, თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ადრეც მითქვამს, რომ უბრალოდ რამდენიმე მატჩის სტაბილურად ჩატარება მჭირდება. კმაყოფილი ვარ და როცა მე კმაყოფილი ვარ, კარგადაც ვთამაშობ.

სასტარტო სასტვენის შემდეგვე კარგი თამაში გამოვიდა. კარგ პრესინგს მივმართავდით, ბურთსაც ვფლობდით და ლამაზი ფეხბურთიც ვითამაშეთ. ჰეთ-ტრიკის გაფორმება კი ყოველთვის კარგი ბონუსია.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს Sky Sports.
 

VIDEO: გარეტ ბეილმა პრემიერ ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა