ავტორიზაცია

ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს

ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს
თარიღი 03 მაი 2021, 20:40

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, პროფესიული საქმიანობა შესაძლოა განსხვავებულ ადგილას წამოიწყოს.

ამ დრომდე, რინოს შვეიცარიულ „სიონში“ და სერია ა-ს სხვადასხვა გუნდებში აქვს ნამუშევარი, რომელთაგან ყველაზე ცნობილები „მილანი“ და „ნაპოლი“ არიან. ამ უკანასკნელთან ლეგენდარულ ექს-ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

Area Napoli-ს თუ დავუჯერებთ, გატუზოს საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინული „შახტარის“ ხელმძღვანელობა განიხილავს. თუმცა, დონეცკელები არ არიან რინოს ერთადერთი მსურველები - გავრცელებული ინფორმაციით, მისით „ტოტენჰემი“ და „ფიორენტინაც“ ინტერესდება.

როგორც ირკვევა, „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მწვრთნელის დღის წესრიგში აღარც დგას - ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს განურჩევლად იმისა, მოხვდებიან ნეაპოლიტანელები ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ვერა.

გატუზოს გარდა, „შახტარი“ „სასუოლოს“ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბისაც ეპატიჟება, რომლის კანდიდატურაზეც ფსონს გუნდის დირექტორი, დარიო სრნა აკეთებს.