ავტორიზაცია

ახალი რეკორდი დამყარდა! ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-ტრიკის ავტორების ათეული

ახალი რეკორდი დამყარდა! ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-ტრიკის ავტორების ათეული
თარიღი 03 მაი 2021, 23:14

არგენტინელმა როდრიგო პალასიომ გუშინ ყველა დროის რეკორდის დამყარება მოახერხა.

39 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა „ფიორენტინას“ კარში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავის გუნდს, „ბოლონიას“ ქულა შეუნარჩუნა (3:3).

ამრიგად, ის გახდა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.

ასეთია ათეული:

1. როდრიგო პალასიო, „ბოლონია“ (05/02/21) – 39 წლის, 2 თვის და 28 დღის

2. ხოაკინ სანჩესი, „ბეტისი“ (12/08/19) – 38 წლის, 4 თვის და 18 დღის

3. კლაუდიო პისარო, „ვერდერი“ (03/02/16) – 37 წლის, 4 თვის და 29 დღის

4. ტედი შერინგემი, „მან.იუნაიტედი“ (08/26/03) – 37 წლის, 4 თვის და 25 დღის

5. ანტონიო დი ნატალე, „უდინეზე“ (05/17/14) – 36 წლის, 7 თვის და 5 დღის

6. კრიშტიანუ რონალდუ, „იუვენტუსი“ (03/14/21) – 36 წლის, 1 თვის და 10 დღის

7. ფილიპო ინძაგი, „მილანი“ (04/19/09) – 35 წლის, 8 თვის და 11 დღის

8. ფილიპო ინძაგი, „მილანი“ (03/08/09) – 35 წლის, 6 თვის და 28 დღის

9. მიქაელ პაგისი, „რენი“ (10/05/08) – 35 წლის, 1 თვის და 19 დღის

10. ოლივერ ბირჰოფი, „კიევო“ (05/24/03) – 35 წლის და 24 დღის.

 

ლევანდოვსკის ახალი მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - როგორი მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში?

რონალდუს და მესის გარეშე - ევროპის ტოპ ჩემპიონატების 8 ფეხბურთელი, რომელსაც 10+ გოლი და 10+ საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული