ავტორიზაცია

ანრიმ და კარაგერმა დაასახელეს ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შესვლას იმსახურებენ

ანრიმ და კარაგერმა დაასახელეს ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შესვლას იმსახურებენ
თარიღი 04 მაი 2021, 15:38

„არსენალის“ ექს-ფორვარდმა, ტიერი ანრიმ და „ლივერპულის“ ექს-მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, დაასახელეს ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შესვლას იმსახურებენ.

ანრის სიაში შევიდნენ: დენის ბერგკამპი, ერიკ კანტონა, როი კინი, პოლ სქოულზი, პატრიკ ვიეირა, ფრენკ ლამპარდი.

კარაგერმა კი შემდეგი ფეხბურთელები აირჩია: დენის ბერგკამპი, ერიკ კანტონა, როი კინი, სტივენ ჯერარდი, ჯონ ტერი და პიტერ შმეიხელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი ფეხბურთლები, რომლებიც ახლახანს დაფუძნებულ პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შევიდნენ - ტიერი ანრი და ალან შირერი გახდნენ.

შირერი პრემიერ ლიგის ისტორიაში დღემდე საუკეთესო ბომბარდირია. ის კარიერას 1988 წელს „საუთჰემპტონში“ იწყებდა, თუმცა კარიერის დიდი ნაწილი „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“ გაატარა. 1995 წელს მან „თეთრ-ლურჯებთან“ ინგლისის ჩემპიონიც გახდა.

ანრი „არსენალში“ 1999-2007 წლებში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.