ავტორიზაცია

უეფამ ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა

უეფამ ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა
თარიღი 04 May 2021, 15:58

უეფამ მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში ცვლილება შეიტანა.

ორგანიზაციამ ქვეყნებს მისცა საშუალება, აქამდე დაშვებული 23 ფეხბურთელის ნაცვლად, განაცხადში 26 მოთამაშე შეიყვანონ.

„გუნდების რისკების შესამცირებლად, რომლებსაც შესაძლოა ფეხბურთელები კოვიდ19-ის დადებითი ტესტების გამო გამოაკლდეთ, გადაწყდა, რომ გუნდების განაცხადი 26 ფეხბურთელამდე გაიზარდოს. თუმცა, 23 ფეხბურთელი არის მაქსიმალური რიცხვი, რომელიც გუნდს ერთ კონკრეტულ მატჩზე უნდა ჰყავდეს გამოძახებული - მათ შორის უნდა იყოს სამი გოლკიპერი.“ - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ევრო 2020 ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მისი დაწყება ერთი წლით კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

თუმცა, ტურნირმა სახელი შეინარჩუნა და მიუხედავად იმისა, რომ წელს იმართება, ევრო 2020-ის სახელს ატარებს. ის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.