ავტორიზაცია

დიდებული ამბავი! ევროპა ლიგის ფინალს მაყურებელი დაესწრება - რამდენი ადამიანი იქნება შეშვებული სტადიონზე?

დიდებული ამბავი! ევროპა ლიგის ფინალს მაყურებელი დაესწრება - რამდენი ადამიანი იქნება შეშვებული სტადიონზე?
თარიღი 04 მაი 2021, 16:49

უეფამ გდანსკში გასამართ ევროპა ლიგის ფინალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 26 მაისს შედგება, მასში მონაწილეობისთვის ამჟამად ოთხი გუნდი იბრძვის: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“, „ვილიარეალი“ და „რომა“.

„პოლონეთის ხელისუფლებამ უეფას დაუდასტურა, რომ სტადიონს საერთო ტევადობის 25%-ის შევსება შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტ შეხვედრას 9500 ადამიანი დაესწრება.

ფინალში გასული ორი კლუბი 2-2 ათას ბილეთს მიიღებს. კიდევ 2000 უეფამ ფართო მასისთვის გასაყიდად გამოყო, დანარჩენი კი ორგკომიტეტის, კომერციული პარტნიორებისთვის და ტელევიზიებისთვის არის გადადებული.“ - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „სევილიაა", რომელმაც გასული სეზონის ფინალში „ინტერს" 3:2 მოუგო.

უეფამ ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა