ავტორიზაცია

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო იტალიურ გრანდს ჩაიბარებს

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო იტალიურ გრანდს ჩაიბარებს
თარიღი 04 May 2021, 17:17

„რომამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან, გუნდს ჟოზე მოურინიო გაწვრთნის.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „მგლებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და გუნდს ამ სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს.

რამდენიმე საათის წინ, „რომამ" დაადასტურა, რომ გუნდს სეზონის ბოლოს პაულუ ფონსეკა დატოვებდა, შემდეგ კი ჟოზე მოურინიოს დანიშვნაც გააოფიციალურა.

ფონსეკას წასვლისთანავე იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ „რომაში" დანიშვნასთან ახლოს მაურიციო სარი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ „ტოტენჰემიდან" გაშვებიდან რამდენიმე დღეში, მოურინიომ აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არც ამ სეზონში აპირებს და არც შემდეგში, რადგან დასვენება ურჩევნია.

პორტუგალიელს იტალიურ გუნდში მუშაობის კარგი გამოცდილება უკვე გააჩნია - თავის დროზე, ის „ინტერის" მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდს ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა.