ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძის ყოფილი გუნდი სერია ა-ში დაბრუნდა

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძის ყოფილი გუნდი სერია ა-ში დაბრუნდა
თარიღი 04 მაი 2021, 18:22

სერია ბ-ს მორიგ ტურში „ემპოლიმ“ „კოზენცა“ 4:0 გაანადგურა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლის უფლება მოიპოვა.

ალესიო დიონისის გუნდი ელიტურ იტალიურ დივიზიონში უკვე მომდევნო სეზონიდან ითამაშებს.

36 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ 70 ქულით უახლოესი კონკურენტებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ სერია ა-ში „ემპოლის“ საუკეთესო შედეგი 2006/07-სეზონში დაფიქსირდა, როცა გუნდმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

ქართველებისთვის აღნიშნული იტალიური გუნდი ცნობილი იმით არის, რომ მასში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე ასპარეზობდა. ის გუნდს 2008-2019 წლებში ეკუთვნოდა, 150 მატჩი ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო.

2008-2010 წლებში „ემპოლის“ მჭედლიძე „პალერმოში“ ჰყავდა განათხოვრებული.

სერია ა-დან ბოლოს გუნდი 2018/19-სეზონში გავარდა და დაბრუნებას ორი წელი მოანდომა.