ავტორიზაცია

ისტორიაში პირველად! - მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია [VIDEO]

ისტორიაში პირველად! - მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია [VIDEO]
თარიღი 05 მაი 2021, 00:55

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალური შეხვედრის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა.

"ქალაქელებმა" პარიზული გუნდი უპრობლემოდ დაამარცხეს და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდნენ - 2:0 (ორი მატჩის ჯამში - 4:1).

შეხვედრაში ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-11 წუთზე, კეილორ ნავასის კარი რიად მაჰრეზმა აიღო.

63-ე წუთზე, ალჟირელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა და მაურისიო პოჩეტინოს იმედები საბოლოოდ დაასამარა.

მეორე გოლიდან ზუსტად 6 წუთში პარიზელებს ანხელ დი მარია გაუძევეს - არგენტინელმა ფერნანდინიოზე უაზროდ იუხეშა.

საბოლოოდ შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და "სიტი" ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

ვიდეომიმოხილვა

 

VIDEO: პსჟ-ს საქმე გართულდა! მაჰრეზმა სიტი მალევე დააწინაურა

VIDEO: უხეში და უაზრო ქმედება და დამსახურებული წითელი ბარათი ანხელ დი მარიას