ავტორიზაცია

ვესტ ჰემი ჩელსის აბრაჰამის სანაცვლოდ 50 მლნ ევროზე მეტს არ გადაუხდის

ვესტ ჰემი ჩელსის აბრაჰამის სანაცვლოდ 50 მლნ ევროზე მეტს არ გადაუხდის
თარიღი 05 მაი 2021, 13:34

"ვესტ ჰემი" ზაფხულში თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, წერს Football London.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" "ჩელსის" ფორვარდ ტემი აბრაჰამით ინტერესდებიან.

თუმცა, როგორც აღინიშნება, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა 23 წლის ინგლისელში 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში აბრაჰამმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.