ლევერკუზენმა 19 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ლევერკუზენმა" ნახევარმცველ ფლორიან ვირცს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა.
როგორც "ფარმაცევტების" ოფიციალური საიტი წერს, ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ცნობისთვის, ვირცს 3 მაისს 18 წელი შეუსრულდა.
მიმდინარე სეზონში ფლორიანმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც მიითვალა.