ავტორიზაცია

ასტონ ვილას ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში ბაიერნი ინგლისურ გრანდებს ასწრებს

ასტონ ვილას ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში ბაიერნი ინგლისურ გრანდებს ასწრებს
თარიღი 05 მაი 2021, 15:48

„ასტონ ვილას“ ნახევარმცველი, კარნი ჩუკვუემეკა, რამდენიმე ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

Football Insider-ის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელის მთავარი პრეტენდენტი მიუნხენის „ბაიერნია“, მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაკვირვებას „ლივერპული“ და „მან.სიტიც“ აწარმოებენ.

კარნის კონტრაქტი „ასტონ ვილასთან“ 2.5 წელიწადში იწურება, თუმცა ბირმინგემელებს მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ მაშინვე, როგორც კი ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდება.

ჩუკვუემეკა ამჟამად ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს და „ასტონ ვილას“ ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. პრემიერ ლიგის მატჩებზე ის განაცხადში ორჯერ უკვე მოხვდა, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია.