ავტორიზაცია

პირლო: "ინტერი ამ წარმატებას იმსახურებს"

პირლო: "ინტერი ამ წარმატებას იმსახურებს"
თარიღი 05 მაი 2021, 16:52

„იუვენტუსის“ მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, „ინტერს“ იტალიის ჩემპიონობა მიულოცა.

ანტონიო კონტეს გუნდმა „იუვეს“ 9-წლიანი დომინაცია დაასრულა და 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა სერია ა-ს მოგება.

„ინტერს და მის მწვრთნელს ვულოცავთ, ისინი ამ წარმატებას იმსახურებენ. ჩვენ კი, აუცილებლად რაღაც უნდა შევცვალოთ. ერთი ციკლი მეორით ჩანაცვლდა, შემდეგი კი მაშინ დაიწყება, როცა სკუდეტოს მოვიგებთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ „უდინეზესთან“ მატჩს მოგებაზე გვეფიქრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გოლის გაშვების შემდეგ გაგვიჭირდა, მაგრამ მოგება ძალიან გვინდოდა. ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ, როცა სკუდეტოსთვის იბრძვი, შენში რაღაც იცვლება. ბოლო რამდენიმე კვირაში მიზანი შეგვეცვალა: არა ჩემპიონობისთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის მოგვიწია ბრძოლა.

გუნდმა ერთიანობა და სიძლიერე გამოავლინა, მას თავისი მიზნისაკენ სწრაფვა გააჩნდა. სეზონის მანძილზე ხშირად მიდგომა და მენტალიტეტი დაგვაკლდა, მაგრამ ერთიანობა მუდამ გვქონდა და ახლაც გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ.“ - აღნიშნა პირლომ.

34 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 69 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.