"ასეთი არასდროს არაფერი მინახავს", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა ბალოტელის თანაგუნდელობა გაიხსენა
„ლივერპულის“ ექს-თავდამსხმელმა, რიკი ლამბერტმა, მარიო ბალოტელის თანაგუნდელობის პერიოდი გაიხსენა.
„ის შესანიშნავი ბიჭი იყო, თუმცა ზოგჯერ ძალიან ბავშვურად იქცეოდა. ვარჯიშებზე ის ნამდვილად სხვა ადამიანი ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი არასდროს არ მინახავს. თამაშებში ის ბოლომდე იხარჯებოდა, ვარჯიშებზე კი...
ბრენდან როჯერსს ის მუდმივად ეპასუხებოდა. მეგონა, რომ ნორმალური რეაქცია მექნებოდა, მაგრამ საბოლოოდ მისმა ქცევამ ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა. ბრენდანს ისიც კი ვუთხარი, რომ მასთან ერთად შემადგენლობაში არ დამაყენოს. ვფიქრობ, ჯერარდიც იგივეს ამბობდა.
თუ რაღაც არ მიდიოდა ისე, როგორც მას უნდოდა, მარიო უბრალოდ ვარჯიშს აფუჭებდა. ის შეიძლებოდა ამდგარიყო და გოლი საკუთარ კარში გაეტანა.
ჯო ჰარტს და ინგლისის ნაკრების თანაგუნდელებს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ბალოტელი „სიტიშიც“ ანალოგიურად იქცეოდა. მე ვეკითხებოდი: „რანაირად პატიობდნენ ყველაფერს?“ ისინი კი უბრალოდ მხრებს ჩეჩავდნენ.“ - ციტირებს ლამპერტის სიტყვებს Goal.com.
2017 წელს ლამბერტმა საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. ჯამურად მას ყველა კლუბის ჩათვლით 615 მატჩი, 224 გოლი და 88 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ინგლისის ნაკრების მაისური მან 11-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.