ავტორიზაცია

"იმედი მქონდა, რომ რამეს გააკეთებდა, ის კი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობდა", - კაპელო ნეიმარზე

"იმედი მქონდა, რომ რამეს გააკეთებდა, ის კი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობდა", - კაპელო ნეიმარზე
თარიღი 05 May 2021, 17:41

იტალიელმა ექს-მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, „მანჩესტერ სიტისა“ და „პსჟ-ს“ მატჩის შემდეგ, ნეიმარი გააკრიტიკა.

„მან.სიტის“ ფეხბურთელები თავს კარგად იცავენ და ერთმანეთს ამ სეზონში ძალიან ეხმარებიან, ეს საუცხოო გუნდია.

დღეს, ფერნანდინიო იყო ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, რომელიც ყველას აჩერებდა. ეს გვარდიოლასგან საუცხოო სვლა იყო.

ნეიმარი? იმედი მქონდა, რომ ის რამეს გააკეთებდა. მეგონა, რომ ის უფრო მიზანდასახული იქნებოდა. არადა, მან ვერაფერი შემოგვთავაზა, გარდა რამდენიმე უსარგებლო დრიბლინგისა. ის არ იყო მოედანზე ლიდერი. ლიდერს გუნდი შედეგებისკენ მიჰყავს, ის კი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.

4 მაისს გამართულ საპასუხო ნახევარფინალში „სიტიმ“ „პსჟ-ს“ 2:0 მოუგო, ორივე გოლი რიად მაჰრეზმა გაიტანა. ორი მატჩის ჯამში მანჩესტერულმა კლუბმა 4:1 იმარჯვა.

ვინ დასახელდა სიტი - პსჟ-ს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?