ავტორიზაცია

ლესტერი ატალანტას მცველის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ლესტერი ატალანტას მცველის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 05 მაი 2021, 23:04

"ლესტერი" "ატალანტას" მცველ რობინ გოსენსის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მელიები" 26 წლის გერმანელში 25 მილიონ ევროს იხდიან + ბონუსები.

როგორც აღინიშნება, "ატალანტას" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 35-40 მილიონი ევროს მიღება უნდა. მისი დამატებით "იუვენტუსი" და "ინტერიც" ინტერესდებიან.

2020/21 წლების სეზონში გოსენსმა ბერგამოელთა მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.