ავტორიზაცია

ანჩელოტის ევერტონში ბეილის ხილვა სურს

ანჩელოტის ევერტონში ბეილის ხილვა სურს
თარიღი 05 მაი 2021, 23:07

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, რომელიც კვლავ "რეალის" საკუთრებაა, შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში დარჩეს, წერს El Chiringuito.

გავრცელებული ინფორმაციით, "ევერტონის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის თავის გუნდში 31 წლის უელსელის ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი ბეილთან ერთად "რეალში" მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში გარეტმა "ტოტენჰემის" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.