ავტორიზაცია

იუვენტუსთან მატჩის წინ, მილანს მანჯუკიჩი დაუბრუნდა

იუვენტუსთან მატჩის წინ, მილანს მანჯუკიჩი დაუბრუნდა
თარიღი 05 მაი 2021, 23:19

"მილანის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ბრონქიტის შემდეგ გამოჯანმრთელდა, წერს Tuttosport.

34 წლის ხორვატმა იტალიის ჩემპიონატში მილანელთა ბოლო შეხვედრა გამოტოვა, რომელიც გუნდმა "ბენევენტოს" (2:0) მოუგო.

ასე და ამგვარად, გამოცდილი ფორვარდი მწყობრშია და "იუვენტუსთან" 9 მაისს გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა "მილანის" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.