ავტორიზაცია

გატუზო, ალეგრი, დი ფრანჩესკო და სხვები - ვინ ჩაიბარებს ხოჭოლავას გუნდს მომავალ სეზონში?

გატუზო, ალეგრი, დი ფრანჩესკო და სხვები - ვინ ჩაიბარებს ხოჭოლავას გუნდს მომავალ სეზონში?
თარიღი 06 მაი 2021, 16:36

უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დონეცკის "შახტარი" დაემშვიდობება თავის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ლუიშ კაშტრუს.

უკრაინული პრესა "მაღაროელების" სახელს უკავშირებს რამდენიმე ცნობილ სპეციალისტს, მათ შორის მასიმილიანო ალეგრისა და ჯენარო გატუზოს.

Fanday.net-ის თანახმად კი ზემოთხსენებულმა იტალიელმა სპეციალისტებმა "შავ-ყვითლები" ცოტა ხნის წინ მტკიცე უარით გაისტუმრეს.

დონბასური კლუბის სახელს უკავშირებენ კიდევ ორ აპენინელს - ეუსებიო დი ფრანჩესკოსა და რობერტო დე ძერბის. პირველი თებერვლის შემდეგ უმუშევარია, მეორე კი ამჟამად "სასუოლოშია".

არსებობს კიდევ პაულუ ფონსეკას "რომადან" დაბრუნების ვარიანტიც. როგორც ვიცით, "მგლებისა" და პორტუგალიელის გზები მალე გაიყრება.

შეგახსენებთ, რომ "შახტარის" შემადგენლობაში თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა.

ალეგრი მზად არის იუვენტუსში დაბრუნდეს, თუმცა ერთი პირობით

ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოირიცხა - გატუზოს მოულოდნელი მსურველი ჰყავს