ავტორიზაცია

უხვგოლიანი სანახაობა ოლიმპიკოზე! რომამ გაიბრძოლა და მოიგო კიდევ, მაგრამ მანჩესტერი ფინალშია [VIDEO]

უხვგოლიანი სანახაობა ოლიმპიკოზე! რომამ გაიბრძოლა და მოიგო კიდევ, მაგრამ მანჩესტერი ფინალშია [VIDEO]
თარიღი 07 მაი 2021, 00:53

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „რომამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ უხვგოლიანი სანახაობა მოაწყვეს და მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

პირველი შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 6:2 მოიგო და თითქმის ყველანაირ კითხვას პასუხი პირველივე მატჩში გაეცა. თუმცა, „რომასგან“ საკუთარ კედლებში ქამბექები აქამდეც გვინახავს, რაც ამ მატჩს გარკვეულ ინტრიგას მაინც სძენდა.

მატჩში ანგარიში 39-ე წუთზე ედინსონ კავანიმ გახსნა, რომელსაც ფრედმა გაატანინა. 57-ე წუთზე ედინ ჯეკომ პედროს პასით ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი კრისტანტემ რომაელები უკვე წინაც გაიყვანა.

68-ე წუთზე ედინსონ კავანიმ დუბლი მიითვალა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. 83-ზე კი ზალევსკიმ „რომას“ კიდევ ერთი გოლი შეაგდო და მასპინძლებს შეიძლება ითქვას პრესტიჟის გამარჯვება მოუტანა.

ორი მატჩის ჯამში „იუნაიტედმა“ 8:5 მოიგო და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.