ავტორიზაცია

ინგლისური ფინალი აქ გამოირიცხა! არსენალმა შინ ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს გამოეთიშა [VIDEO]

ინგლისური ფინალი აქ გამოირიცხა! არსენალმა შინ ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს გამოეთიშა [VIDEO]
თარიღი 07 მაი 2021, 00:56

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „არსენალმა“ შინ „ვილიარეალთან“ ფრე 0:0 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი მატჩი ესპანეთში „ყვითელი წყალქვეშა ნავის „გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „არსენალს“ შინ 1:0 გამარჯვებაც ეყოფოდა ფინალში გასასვლელად.

თუმცა, მიკელ არტეტას გუნდმა უნაი ემერის შეგირდებს ვერაფერი მოუხერხა და მატჩი უგოლოდ დაასრულა.

ამრიგად, უნაი ემერი ევროპა ლიგის ფინალში ამჯერად „ვილიარეალთან“ ერთად გავიდა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

უხვგოლიანი სანახაობა ოლიმპიკოზე! რომამ გაიბრძოლა და მოიგო კიდევ, მაგრამ მანჩესტერი ფინალშია