ავტორიზაცია

უნაი ემერის სახელობის თასი?! მერამდენედ გავიდა ესპანელი ევროპა ლიგის ფინალში და როგორია მისი სტატისტიკა?

უნაი ემერის სახელობის თასი?! მერამდენედ გავიდა ესპანელი ევროპა ლიგის ფინალში და როგორია მისი სტატისტიკა?
თარიღი 07 მაი 2021, 01:24

„ვილიარეალმა“ „არსენალს“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.

ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია, რომელიც ევროპა ლიგის სპეციალისტად მოიაზრება.

ცნობისთვის, ემერიმ თავისი გუნდის ევროპა ლიგაზე გაყვანა კარიერაში უკვე მეხუთედ მოახერხა და წინა 4 შემთხვევიდან მან სამის მოგება მოახერხა.

2014-2016 წლებში, ესპანელმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპა ლიგა „სევილიასთან“ ერთად და ამ ტურნირის ფინალამდე 2019 წელსაც მივიდა. სხვათაშორის, თავისი დღევანდელ მეტოქესთან, ლონდონის „არსენალთან“ ერთად.

სწორედ „არსენალთან“ შედგა ემერის ერთადერთი მარცხი ევროპა ლიგის ფინალში - 2018/19-სეზონის მიწურულს, გადამწყვეტ შეხვედრაში „მეთოფეებს“ მაურიციო სარის „ჩელსიმ“ აჯობა - 4:1.
 

როდის გაიმართება ევროპა ლიგის ფინალი?