"აზარი არაპროფესიონალურად მოიქცა", - კურტუას მამა
მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას მამამ, ტიერი კურტუამ, ედენ აზარი გააკრიტიკა.
როგორც იცით, „ჩელსისთან“ დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის შემდეგ, აზარმა თავისი ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა და მათთან ერთად სტადიონზევე გულიანად იცინოდა, რამაც მადრიდელი ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.
„ედენისთვის ეს ნამდვილად არაგონივრული საქციელია. ალბათ, მან კარგად ვერ გაიაზრა, რომ ეს კადრები „რეალის“ ქომაგებისთვის მტკივნეული იქნებოდა. თუ ხედავ, რომ შენივე ფეხბურთელი გულიანად იცინის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნიდან ორ წუთში...შემიძლია ვთქვა, რომ ეს არაპროფესიონალური საქციელიც კია.
აზარს ჯერ კიდევ შეუძლია „რეალისთვის“ ლა ლიგის მოგება დარჩენილ ოთხ მატჩში და მაშინ, მას ყველაფერს დაუვიწყებენ და აპატიებენ. ამის თაობაზე მას რამოსი ან ვინმე სხვა აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს.“ - აღნიშნა კურტუას მამამ.
VIDEO: უცნაური კადრები - ედენ აზარს რეალის გავარდნის შემდეგ დამწუხრებულის არაფერი ეტყობოდა