ავტორიზაცია

ხოჭოლავას ტრავმა და შახტარის ანტი-რეკორდი - პირველად, 2007 წლის შემდეგ

ხოჭოლავას ტრავმა და შახტარის ანტი-რეკორდი - პირველად, 2007 წლის შემდეგ
თარიღი 07 მაი 2021, 09:43

უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ფარგლებში დონეცკის "შახტარი" ესტუმრა "მინაის" და აღნიშნული შეხვედრა დასრულდა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0.

მატჩის მე-20 წუთზე თეძოს ტრავმა მიიღო "მაღაროელთა" ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

უკრაინის პირველობის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური და ქართველი უკანახაზელი "შავ-ყვითლებს" ვეღარ დაეხმარება.

დონბასური გუნდი 51 ქულით არის მეორე ადგილზე და ლიდერ კიევის "დინამოსთან" (62 ქულა) ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს.

როგორც ვხედავთ, ლუიშ კაშტრუს შეგირდებს ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვთ უკვე დიდი ხანია და ამის გარდა, ეს გუნდი უკრაინის თასი 1/4 ფინალიდანაც გამოვარდა.

პირველად 2007 წლის შემდეგ, "შახტარი" სეზონს ასრულებს მინიმუმ ერთი ტიტულის გარეშე. აქვე დავამატებთ, დონეცკელთა სახელს მაქს ალეგრისა და ჯენარო გატუზოს უკავშირებენ.

გატუზო, ალეგრი, დი ფრანჩესკო და სხვები - ვინ ჩაიბარებს ხოჭოლავას გუნდს მომავალ სეზონში?

შახტარმა ბაიერნის 25-მილიონიანი შეთავაზება იუარა