ავტორიზაცია

მატადორის მეორე სუნთქვა - კავანიმ 35-წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა

მატადორის მეორე სუნთქვა - კავანიმ 35-წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა
თარიღი 07 მაი 2021, 10:19

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რომას" ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში ედინსონ კავანიმ დუბლის გაფორმება მოახერხა.

ურუგვაელი თავდამსხმელი გახდა პირველი ფეხბურთელი 1986 წლის შემდეგ, რომელმაც ევროთასის 1/2 ფინალის ორივე მატჩში ორ-ორი გოლი გაიტანა.

"წითელი ეშმაკების" ფორვარდამდე ეს გააკეთა "კიოლნის" ყოფილმა შემტევმა, კლაუს ალოფსმა, რომელმაც 35-წლის წინ, უეფას თასის 1/2 ფინალში "ვარეგემის" კარი აიღო.

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკელ ბომბარდირს, მიმდინარე სეზონში მას "მანკუნიანელების" რიგებში 34 შეხვედრაში 14 გოლი დაუგროვდა.

შეგახსენებთ, "მგლების" დამარცხებით, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები გავიდნენ ევროპა ლიგის ფინალში, სადაც მათი მეტოქე "ვილიარეალი" იქნება.

უხვგოლიანი სანახაობა ოლიმპიკოზე! რომამ გაიბრძოლა და მოიგო კიდევ, მაგრამ მანჩესტერი ფინალშია

კავანის მანჩესტერ იუნაიტედში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს