ავტორიზაცია

VIDEO: რეტროსპექტივა - ზიდანი იღებს წითელ ბარათს, ალეგრიზე უხეშობის შემდეგ

თარიღი 07 მაი 2021, 11:54

1996 წლის 22 სექტემბერი - ტურინის "იუვენტუსი" ალესანდრო დელ პიეროსა და მიკელე პადოვანოს გოლებით სტუმრად "პერუჯას" ამარცხებს.

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო მოხდა 56-ე წუთზე - ზინედინ ზიდანი უხეშობს მასიმილიანო ალეგრიზე და იღებს წითელ ბარათს.

სტატიის ზედა ნაწილში გთავაზობთ აღნიშნული ეპიზოდის ნაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი შემტევი ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონში" 1996-2001 წლებში თამაშობდა.

რაც შეეხება ყოფილ იტალიელ ჰავბეკს, საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები მან "პესკარაში" გაატარა (1991-1993, 1998-2000, 110 მატჩი, 20 გოლი).

მოგვიანებით, ზიზუსა და მაქსის საფეხბურთო გზები აგრეთვე გადაიყრება არაერთხელ, მაგრამ უკვე მთავარი მწვრთნელების რანგში.

რეალის ფეხბურთელების აზრით, ზაფხულში ზიდანი გუნდს დატოვებს - GOAL.COM

გატუზო, ალეგრი, დი ფრანჩესკო და სხვები - ვინ ჩაიბარებს ხოჭოლავას გუნდს მომავალ სეზონში?