ავტორიზაცია

ვილიარეალის პრეზიდენტი: "არ გვინდოდა, რომ ორივე ფინალში მხოლოდ ინგლისური გუნდები ყოფილიყვნენ"

ვილიარეალის პრეზიდენტი: "არ გვინდოდა, რომ ორივე ფინალში მხოლოდ ინგლისური გუნდები ყოფილიყვნენ"
თარიღი 07 მაი 2021, 14:28

„ვილიარეალის“ პრეზიდენტმა, ფერნანდო როიგმა, თავისი გუნდის ევროპა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელების მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, მატჩი 26 მაისს გაიმართება.

„ის, რომ ამდენი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა საკლუბო ტურნირის ფინალში ვითამაშებთ, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აქამდეც მოვედით და ახლა ამ მიღწევას სათანადოდ აღვნიშნავთ. შემდეგ კი, გდანსკში გასამართი ფინალისთვის დავიწყებთ მზადებას.

ძალიან დიდხანს ველოდით იმ მომენტს, როცა როგორც იქნა ნახევარფინალური ბარიერი დავძლიეთ. კარგია, რომ ესპანური გუნდი ფინალში გავიდა. არ გვინდოდა, რომ ორივე საკლუბო ტურნირის ფინალში მხოლოდ ინგლისური გუნდები ყოფილიყვნენ.

ახლა ფინალებში პრემიერ ლიგის სამი გრანდი და მოკრძალებული კლუბი სახელად „ვილიარეალი“ იქნებიან.“ - ციტირებს როიგის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.
 

უნაი ემერის სახელობის თასი?! მერამდენედ გავიდა ესპანელი ევროპა ლიგის ფინალში და როგორია მისი სტატისტიკა?