ლივერპულის ლეგენდარული მცველის შვილი შესაძლოა ევერტონში გადავიდეს
„ლივერპულის“ ლეგენდარული მცველის, ჯეიმი კარაგერის შვილი, ჯეიმს კარაგერი, შესაძლოა გუნდის მოსისხლე მტრის ბანაკში აღმოჩნდეს.
The Times-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს, შესაძლოა „ევერტონის“ რიგებში ჩაირიცხოს.
უმცროსი კარაგერი „ლივერპულის“ სისტემაში 20111 წელს აღმოჩნდა, თუმცა 2017-ში „უიგანთან“ გააფორმა ახალგაზრდული კონტრაქტი.
„ევერტონი“ და „უიგანი“ ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე ალაპარაკდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ლივერპულელთა პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
ჯეიმი კარაგერმა მთელი თავისი კარიერა „ლივერპულში“ გაატარა და 2013 წელს დაასრულა. წითლების მაისურით მას ჯამში 737 მატჩი დაუგროვდა.