კლოპმა ისაუბრა, იმოქმედებს თუ არა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ისაუბრა იმაზე, იმოქმედებს თუ არა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო ვერ გასვლა.
„აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრების, ისე ფინანსური თვალსაზრისით. თუ არ გამოგვივა მასზე გასვლა, ეს ნამდვილად უსიამოვნო მომენტი იქნება.
თუმცა, არამგონია, ამან რაიმე შეცვალოს. ფინანსური სიტუაცია ისედაც რთული იყო და ახლაც რთულია.“ - აღნიშნა კლოპმა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 54 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ლიდერ „მან.სიტის“ 26 ქულით ჩამორჩება.