ავტორიზაცია

უეფამ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

უეფამ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 07 მაი 2021, 19:17

„მან.იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ურუგვაელმა ფორვარდმა „რომასთან“ გამართულ საპასუხო ნახევარფინალში დუბლი მიითვალა და მისი გუნდი კი 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 8:5 მოიგო და ფინალშიც გავიდა.

კავანის გარდა, ამ ჯილდოზე „ვილიარეალის“ მცველი, რაულ ალბიოლი, „რომას“ ნახევარმცველი“ ბრაიან კრისტანტე და „არსენალის“ მცველი პაბლო მარი დასახელდნენ. 

ტურნირის ფინალური დაპირისპირება 26 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ვილიარეალს“ შორის გაიმართება.