ავტორიზაცია

ევერტონმა შესნის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა

ევერტონმა შესნის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა
თარიღი 07 მაი 2021, 21:36

"იუვენტუსის" გოლკიპერ ვოიცეხ შესნით ინგლისური კლუბი ინტერესდება.

როგორც TMW იტყობინება, პოლონელით "ევერტონი" ინტერესდება, რომელიც მზად არის ტურინულ კლუბს დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზოს.

31 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში "იუვეს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა.

"ბებერ ქალბატონთან" შესნის კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, ვოიცეხს ინგლისურ კლუბებში უკვე უასპარეზია, 2006 წლიდან 2017 წლამდე იგი "არსენალის" საკუთრება იყო, რომელმაც ერთხელ "ბრენტფორდში" გაანათხოვრა.