ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ ფერნანდინიოს შემცვლელი ვესტ ჰემში იპოვა

მანჩესტერ სიტიმ ფერნანდინიოს შემცვლელი ვესტ ჰემში იპოვა
თარიღი 07 მაი 2021, 21:47

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა კარიერა შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს, წერს Times.

გავრცელებული ინფორმაციით, "სიტი" 22 წლის ინგლისელის შეძენის ვარიანტს იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ გუნდს ფერნანდინიო დატოვებს.

მიმდინარე სეზონში რაისმა "ჩაქუჩების" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ვესტ ჰემის" ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.