ავტორიზაცია

ცნობილია ის 3 კლუბი, რომელმაც სუპერლიგა არ დატოვა - რა ბედი ეწევათ მათ?

ცნობილია ის 3 კლუბი, რომელმაც სუპერლიგა არ დატოვა - რა ბედი ეწევათ მათ?
თარიღი 07 მაი 2021, 22:14

უეფამ ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობის მისაღებად შეკრებილი 9 კლუბის რეინტეგრაციის ზომები დაამტკიცა.

ამ გუნდებს შორის არ არიან "რეალი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა" - ახალი ტურნირის დამფუძნებლები.

უეფას ცნობით, "ბლანკოსის", "ბიანკონერისა" და "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ნებისმიერი იმ ზომის მიღების უფლებას იტოვებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.

საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემა უეფას კომპეტენტურ დისციპლინურ ორგანოს.

შეგახსენებთ, 12 კლუბიდან 9 - "არსენალი", "მილანი", "ჩელსი", "ატლეტიკო", "ინტერი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" - უეფას რეინტეგრაციის თაობაზე შეუთანხმდა.

სუპერლიგა 19 აპრილს შეიქმნა. ზემოთხსენებული კლუბები შევიდნენ. ახალი ტურნირის პრეზიდენტი "რეალის" ხელმძღვანელი, ფლორენტინო პერესი გახდა, რომელიც "რეალში" ანალოგიურ თანამდებობას იკავებს.

21 აპრილს, სუპერლიგის ხელმძღვანელობამ პროექტის შეჩერება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ინგლისურმა კლუბებმა უარი თქვეს ტურნირში მონაწილეობაზე. გუნდებმა ახალი ტურნირიდან გასვლა თანდათანობით დაიწყეს.

ოფიციალურად: სუპერლიგის 12 კლუბიდან 9 უეფასთან გარიგებაზე წავიდა