ავტორიზაცია

ატლეტიკო 18 წლის არგენტინელ ნახევარმცველს უმიზნებს

ატლეტიკო 18 წლის არგენტინელ ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 07 მაი 2021, 22:28

არგენტინული "კოლონის" ნახევარმცველმა, ფაკუნდო ფარიასმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს, წერს AS.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის არგენტინელისთვის "ატლეტიკო" იბრძვის.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა სამხრეთამერიკელის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ფარიასმა 9 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.